ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, თუმცა მოიმატა რინოვირუსმა - ივანე ჩხაიძე

13 მარტი 2023, 14:41 504 ნახვა

პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, მოიმატა რინოვირუსმა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.

"მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი გავრცელება დავაფიქსიროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირაციული ვირუსებით ავადობის რთული პერიოდი გადალახულია. შესაძლებელია იყოს მარტის ბოლო მატება, თუმცა პიკი გადალახულია“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში