ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

14 მარტი 2023, 11:03 539 ნახვა

ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულს  ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,   ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე.

შეგახსენებთ, რომ ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა,  რა დროსაც ატრაქციონზე მყოფი ორი ბავშვი დაშავდა.  9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მისი ძმა კი  ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ვინ ამოწმებს ატრაქციონების უსაფრთხოებას, მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არც  ბათუმის მერიაში და არც ბულვარის ადმინისტრაციაში არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში