დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება

17 მარტი 2023, 10:47 631 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. ლიგის მომდევნო ეტაპების წილისყრა დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 15:00 საათიდან გაიმართება.

2022/23 წლების მეოთხედფინალში რეალ მადრიდი, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, მილანის ინტერი, მილანი, ლონდონის ჩელსი და ლისაბონის ბენფიკა ითამაშებენ.

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს ჩატარდება. ფინალს კი 10 ივნისს სტამბოლი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში