"დინამო" ბათუმმა გასვლაზე "გაგრა" მარტივად დაამარცხა

18 მარტი 2023, 17:23 637 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა გასვლაზე "გაგრა" მარტივად 1-4 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ბათუმელთა შემტევს ფლამარიონს, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და ერთი გოლის ეპიზოდში მონაწილეობა მიიღო. ანგარიში მე-19 წუთზე ფლამარიონმა გახსნა.

15 წუთში ალთუნაშვილის გადაცემა ისევ ჯოვინომ გამოიყენა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

პირველი ნახევრის მიწურულს კი ფლამარიონმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ჩაჭრა და ღუდუშაურს გაატანინა. ამრიგად შავიზღვისპირა დერბის პირველი ნახევარი "დინამომ" 0-3 მოიგო.

მეორე ტაიმში 52-ე წუთზე ფალამარიონმა ისევ გაიტანა და ანგარიში 0-4 გახდა. 

მატჩის 59-ე წუთზე კი მუსელიანმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1-4 დააფიქსირა. ამ დროისთვის ბათუმელები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

დღეს მეხუთე ტურში 20:00 საათზე ქობულეთის "შუქურა" გორში "დილას" დაუპირისპირდება. ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენებაა და ჩემპიონატი 2 აპრილს განახლდება.

გია გეგუჩაძის გუნდი ამ დღეს შინ "სამგურალს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში