პუტინის ომი უკრაინაში

19 მარტი 2023, 10:25 731 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა ქვეყნის მიმართულებით 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოკუპანტის იერიშის შედეგად ხერსონის რაიონში 7 კერძო სახლი დაზიანდა, გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გენშტაბის განცხადებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია.

კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, საბრძოლო ხაზთან 13 დასახლება დაიბომბა. ბახმუტთან კი ქვეყნის დამცველებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს, თუმცა 11 დასახლება მაინც დაზარალდა.

რუსი ოკუპანტების დანაკარგმა ომის დაწყებიდან 165 ათასს მიაღწია, მათგან 710 ჯარისკაცი უკრაინელმა სამხედროებმა გასული 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონბასში ბრძოლები ქვეყნის უსაფრთხოების დაბრუნების საშუალებას იძლევა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში