ბათუმის საკალათბურთო გუნდი შინ “მარგვეთთან” დამარცხდა

19 მარტი 2023, 22:30 653 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში "მარგვეთს" უმასპინძლა და 69:96 დამარცხდა. ბათუმელთა რიგებში საუკეთესო 29 ქულით, 6 მოხსნითა და 3 გადაცემით კაილი რიდლი იყო.

სტუმრებს კი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 5 გადაცემით რონი როზიემ ულიდერა. ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 26 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 26 მარტს სტუმრად „ტიტების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში