ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინის გენშტაბი

20 მარტი 2023, 09:59 660 ნახვა

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. ამასთან, ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

"ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ივანოვსკოეს, ბოგდანოვკას და გრიგოროვკას დასახლებების მიდამოები. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ნოვოსელოვსკოეს, კრემენნაიასა და ბელოგოროვკას დასახლებების მიდამოებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 56-ჯერ გახსნეს. მათივე ინფორმაციით, არიან დაღუპულები. დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონში შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი