მეწყრული პროცესები ბუთურაულში

21 მარტი 2023, 15:01 2536 ნახვა

სოფელი ბუთურაული დაიმეწყრა. ტერიტორიას გეოლოგები უკვე სწავლობენ. მეწყრული პროცესი სხვადასხვა ტერიტორიაზე განვითარდა, როგორც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში.

მიწის ნაპრალების გაჩენის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანდაზმულები და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები სოფლიდან გაიყვანეს, ვინაიდან  გზის დაზიანების გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყველგან ვერ მიდიან. მოსახლეობა უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს. 

გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ კვლევას დღეს დაასრულებენ, რეკომენდაცია კი სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი.

შუახევის მერიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. დამეწყრილი ტერიტორია, გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს, გაკეთდა პირველადი შეფასებები, რომელიც მხოლოდ გამაგრებით სამუშაოებს ითვალისწინებდა, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე ამჟამად ტარდება ტერიტორიის განმეორებითი შესწავლა და ახალი დასკვნების მიხედვით გატარდება შესაბამისი სამუშაოები - აღნიშნულია განცხადებაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში