ბუთურაულში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

22 მარტი 2023, 12:00 657 ნახვა

ბუთურაულში შესაძლოა ერთ-ერთი უბნის 30-მდე ოჯახის განსახლება გახდეს  საჭირო. საუბარია გეოლოგების პირველად  დასკვნაზე, ზუსტი საინჟინრო კვლევას   კი სპეციალისტები  ერთ კვირაში  დადებენ.  

მეწყერი სოფელ ბუთურაულში რამდენიმე ადგილას ჩამოწვა, ზოგან საცხოვრებელ სახლებთანაც კი. სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  

აღსანიშნავია, რომ ტერიტორია უკვე მეორედ შეისწავლეს, რადგან პირველადი შესწავლით მაშინ გეოლოგებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ საჭირო იყო გამაგრებითი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა. ამიტომ მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა  სოფლიდან გაეყვანათ ხანდაზმულები და ისინი, ვინც მედიკოსების მეთვალყურეობას და დახმარებას ხშირად  საჭიროებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში