კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის

22 მარტი 2023, 16:39 733 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის. გამოკითხვა იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე მიმდინარეობს, რომელიც 26 მარტამდე გაგრძელდება.

ხვიჩას გარდა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), არმან ლორიენტე (სასუელო), ადრიენ რაბიო ( იუვენტუსი) და დესტინ უდოგიე (უდინეზე) იბრძვის.

მარტში კვარაცხელიამ სერია A-ში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა. კვარცხელია მიმდინარე სეზონში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო ორჯერ მოიგო. პირველად აგვისტოში და მეორედ გასულ თვეში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში