საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთის ნაკრები 6-1 დაამარცხა

25 მარტი 2023, 19:53 714 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა მეორე წუთზე მამუკა კობახიძეს შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით აცდა კარს.

მე-15 წუთზე ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა ვოლკოვმა დამატებაზე ანგარიში გახსნა და საქართველო წინ გავიდა.

 

31-ე წუთზე გიორგი ლორიას შეცდომის შემდეგ მონღოლებმა ბურთი კარგად გაათამაშეს და ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს პენალტი მეკარემ აუღო. პირველი ნახევარი მოულოდნელი ანგარიშით 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო აგრესიულად უტევდა.

56-ე და 58-ე წუთებზე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ანგარიში 3-1 გახდა.

 

70-ე წუთზე კი დავითაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა და სხვაობა უფრო სოლიდური გახდა.

 

88-ე წუთზე კი გიორგი ბერიძემ ტაბლოზე ანგარიში 5-1 გახადა.

 

შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში 6-1 ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.

28 მარტს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, პირველი ტურის მატჩში ნორვეგიის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში