მახინჯაურში სატვირთო მანქანა გადატრიალდა

29 მარტი 2023, 14:45 785 ნახვა

მახინჯაურში ცენტრალურ გზაზე სატვირთო მანქანა გადატრიალდა, რომელსაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა ადგილიდან გაყვანილია, ცემენტის დეტალი კი, რომელიც სავარაუდოდ ავტობანის ნაწილია, ჯერ ისევ გზაზეა.

დილიდან საცობი იყო ცენტრალურ გზაზე, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. საგზაო მოძრაობას პოლიცია აკონტროლებს.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში