ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

29 მარტი 2023, 14:25 635 ნახვა

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან,ერთი მამაკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ქობულეთში.  ისინი სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები.

გვიან ღამით, ძლიერი ქარის შედეგად, დაბა ჩაქვში,  მამია გოგოლიშვილის 22 ნომერში ხის ერთსართულიანი სახლი დაინგრა. სადაც ხანდაზმულები ცხოვრობდნენ. ქალს საცხოვრებელი სახლის ნგრევის  დროს, ხის ბოძი დაეცა, მისი კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო. დაზიანდა საოჯახო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი. 

ქობულეთის მერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალური სამსახურები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 25-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში