საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ფრე ითამაშა

29 მარტი 2023, 19:46 372 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში ნორვეგიის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში მე-15 წუთზე სორლოტმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, ასევე პრესკონფერენციაზე იყო ნორვეგიის მწვრთნელი სტალე სოლბაკენი. ამ დროისთვის ჯგუფში ორივე ნაკრებს საქართველოსაც და ნორვეგიასაც ერთი ქულა აქვს. მე-3 ტური ივნისშია - 17-ში კვიპროსი საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს, ხოლო ნორვეგია - შოტლანდიას.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში