დაერქვას ხულოს დიდაჭარა - შეხვედრა პეტიციის საკითხზე 

01 აპრილი 2023, 17:26 650 ნახვა

ხულოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ხულოსთვის სახელის შეცვლას და დიდაჭარის დარქმევას ითხოვს, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და უხუცესები შეთანხმდნენ, რომ სახელწოდება დიდაჭარა ისტორიულია და მუნიციპალიტეტს ეს სახელი უნდა დაუბრუნდეს.

ასევე, გამოითქვა სურვილი, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. 

ცნობისთვის, ''დაერქვას ხულოს დიდაჭარა'' - ამ მოთხოვნით შედგენილი პეტიცია საკრებულოში წარმოშობით ხულოელმა ბიზნესმენმა გოჩა ირემაძემ შეიტანა.

ხულოს მუნიციპალიტეტისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე პეტიციის მომზადება 2014 წელს დაიწყო, 2022 წელს კი წერილობითი თხოვნა საკრებულოშიც დარეგისტრირდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში