7 აპრილს ბათუმში თევზის ფესტივალი გაიმართება

05 აპრილი 2023, 11:18 1714 ნახვა

7 აპრილს ბათუმში თევზის ფესტივალი გაიმართება. ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა სახეობის ახალი თევზის შეძენის, დაგემოვნების და მომზადების მასტერკლასის ნახვის საშუალება მიეცემა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფესტივალი სანახაობით განსაკუთრებით დატვირთული იქნება.

ღონისძიება 13 საათზე საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება, სადაც ფესტივალის გამოფენის პარალელურად კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს ზღვის პროდუქტებისა და აკვაკულტურის პოპულარიზაციას. მას წელს ბათუმი სამწლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ მასპინძლობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში