რუსეთის ძალებმა ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს - ბრიტანეთის დაზვერვა

07 აპრილი 2023, 12:51 753 ნახვა

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირი დაიკავეს და ბახმუტის დასავლეთით, უკრაინის არმიის მომარაგების მთავარ ხაზს სავარაუდოდ, საფრთხე ემუქრება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში კი აცხადებენ, რომ  უკრაინა ბახმუტში ვითარებას აკონტროლებს.

მათივე განცხადებით,  რუსულ ძალებს ზოგ ადგილებში ტაქტიკური წარმატება აქვთ, მაგრამ ეს ძვირად უჯდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში