პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

07 აპრილი 2023, 17:50 695 ნახვა

პრემიერ- მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში.გაბალის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა.ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დახვდნენ. ამის შემდგომ შეხვედრა გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის, სადაც გაკეთდა განცხადებები.პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ის საკითხები გააჟღერა,რომლებზეც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში