ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა - ზელენსკი

08 აპრილი 2023, 11:06 758 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, მათი თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთმა მცდელობა, დაემონებინა უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს. პრეზიდენტმა ასევე უმასპინძლა მუსლიმ ჯარისკაცებს იფთარზე, რამადანის მარხვის ტრაპეზზე და ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა.

მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის და მთელ ქვეყანას გამარჯვება უსურვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში