გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

12 აპრილი 2023, 18:21 884 ნახვა

,,პირველი ქართული კოსმოსური ობიექტები’’ - ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო.ექსპოზიციაში 1999 წლის 23 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის- რეფლექტორის, ორბიტაზე გატანისა  და მისი წარმატებული  გამოცდის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ამავე თემატიკაზე მომზადებული დოკუმენტური მასალა გააცნეს დამთვალიერებლებს, ასევე კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორის ელგუჯა მეძმარიაშვილის მოღვაწეობის ეტაპები მიმოიხილეს. ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა 3 დღე გაგრძელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში