აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიური შეხვედრა

01 მაისი 2023, 14:09 1997 ნახვა

კორეა აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიურ  შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრება. ამასთან  ლაშა ხუციშვილმა უკვე გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის  აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან.   

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, რომელიც საქართველო წარდგება როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში