"ბათუმი" რუსთავის "ხარებთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

06 მაისი 2023, 21:03 1263 ნახვა

30 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავის "ხარები" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ავჭალის სარაგბო მოედანმა დიდი 10-ის ფინალს უმასპინძლა, სადაც "ბათუმი" დაძაბულ ბრძოლაში 22:24 რუსთავის "ხარებთან" დამარცხდა.

მე-3 წუთზე ბათუმელებმა დიდი უპირატესობა მიიღეს, "ხარების" შემადგენლობიდან ილურიძე წითელი ბარათით დასაჯეს და რუსთაველები 14 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, რაც "ბათუმმა" მალევე გამოიყენა და წინ გავიდა, თუმცა საბოლოო ჯამში "ხარებმა" დიდი ბრძოლის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა მეორედ მოიპოვეს.

"ბათუმის" მხირდან ლელოები: ფერსელიძემ, წიკლაურმა და ჯაბნიძემ დადეს. 2 გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ნინიძემ ზუსტად შეასრულა.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "ხარების" წევრი გურამ ქანდაურიშვილი დასახელდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში