უჩხოს სკოლის ჩემპიონი მოსწავლეები

17 მაისი 2023, 19:53 1242 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონები არიან. გამარჯვებისთვის მზადება სკოლის დარბაზში დაიწყეს, სწორედ სრულყოფილი სპორტული ინფრასტრუქტურა იყო ერთ-ერთი გამოწვევა,რომელიც მათ სასურველი მიზნის მიღწევაში ზოგჯერ ხელსაც უშლიდათ, თუმცა გამოწვევებს როგორც ამბობენ, ღირსეულად გაუმკლავდნენ. ჩემპიონის სტატუსისთვის ვერც კლიმატური პირობები აღმოჩნდა დაბრკოლება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში