მუზეუმის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია

18 მაისი 2023, 14:20 869 ნახვა

მუზეუმის მოყვარულთა კლუბი - მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში პრეზენტაცია გაიმართა. კლუბში 14-დან 29 წლამდე ასაკის მოხალისეები არიან გაერთიანებულები.

ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებმა დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა პერსონაჟი გააცოცხლეს და ექსპოზიციები შესთავაზეს.

პარალელურად სკოლის მოსწავლეებმა საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს და აჭარის მუზეუმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში