„სამართლიანი არჩევნების„ რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე

19 მაისი 2023, 14:01 705 ნახვა

საარჩევნო რეფორმის შეფასება და რეკომენდაციები - ამ თემაზე ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების წარდგენის და არჩევის წესს ეხება. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ცვლილების შემდეგ პრეზიდენტის ნაცვლად თავად წარუდგენს დეპუტატებს კანდიდატს, ვერ იქნება დამოუკიდებელი.

გარდა ამისა ორგანიზაციას საკუთარი მოსაზრება აქვს ბარიერთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ 5 პროცენტი მაღალი ბარიერია და ხმები დაიკარგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში