პოლიციის მობილიზება ყვარლის ტბის მიმდებარედ

20 მაისი 2023, 12:03 737 ნახვა

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან პოლიციაა მობილიზებული - ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ადგილზე გვიან ღამით ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში