"დინამო" ბათუმმა გასვლაზე "სამგურალს" ფრედ 1-1 ეთამაშა

20 მაისი 2023, 18:17 882 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "დინამო" ბათუმი გასვლაზე წყალტუბოში "სამგურალს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში ნიქაბაძემ გახსნა, შეხვედრაში იმერლები დაწინაურდნენ.

კობახიძესთან უხეშობისთვის კი 32-ე წუთზე "სამგურალის" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლადო მამუჩაშვილმა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოო ჯამში ცხრილის სათავეში მყოფმა კლუბებმა ქულები გაიყვეს.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს 32-32 ქულით სწორედ "დინამო" ბათუმი და "სამგურალი" ლიდერობს. მომდევნო ტურში 24 მაისს ბათუმელები შინ "თელავს" უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში