სამზადისი საზღვაო სეზონისთვის

22 მაისი 2023, 17:35 723 ნახვა

მზადება საზღვაო სეზონისთვის. ბულვარში  საჯარო და კერძო ობიექტების განახლება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, საბავშვო გასართობ კუთხეებს, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. სეზონისთვის დაირგვება150 000 მეტი დეკორატიული ყვავილი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.ზღვისპირა ქალაქს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა,ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება. ადაპტირებული სანაპირო ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში