შერმადინის “ტენერიფემ” ლიგა ენდესას რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა

24 მაისი 2023, 10:19 687 ნახვა

გიორგი შერმადინის ლენოვო "ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესას ბოლო 34-ე ტურში „სარაგოსას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 92:69 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ლენოვო "ტენერიფემ“ რეგულარული სეზონი 24 მოგებითა და 10 წაგებით მეოთხე ადგილზე, დაასრულა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში