გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

24 მაისი 2023, 19:54 518 ნახვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. 2022/23 წლების სეზონის დაჯილდოებაზე ჩემპიონატის საუკეთესოები გამოავლინეს და სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც ბრატისლავის „სლოვანის“ ექვსი მოთამაშე მოხვდა. „სლოვანმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ჩემპიონის ტიტული და სიმბოლური გუნდის ამგვარად შედგენა ლოგიკურიცაა. ქართველებიდან სიმბოლურ გუნდში გურამ კაშია მოხვდა – „სლოვანის“ ქართველმა მცველმა 18 ხმა მიიღო, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი ვლადიმირ ვაისი-უმცროსი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში