დღეს „დინამო“ ბათუმი „თელავს“ დაუპირისპირდება

24 მაისი 2023, 19:52 516 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში დღეს ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე ''თელავს'' დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ბათუმელები 32 ქულით ''სამგურალთან'' ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან, ხოლო ''თელავი'' 11 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. ''დინამოსა'' და ''თელავის'' მატჩი ბათუმის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. ასევე 21 საათზე აიღებს სტარტს გორის დილასა და გაგრას დაპირისპირება. დღეს უკვე იყო ეროვნული ლიგის სხვა შეხვედრები, ქობულეთის შუქურა სამტრედიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 დასრულდა. ქუთაისის ტორპედო საკუთარ არენაზე  დინამო თბილისს შეხვდა და 2:3 დამარცხდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი