ანდრონიკაშვილისა და მაკფადენის "მურსიამ" სეზონი "ბარსელონასთან" მარცხით დაასრულა

25 მაისი 2023, 10:24 632 ნახვა

რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსია“ ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სტუმრად „ბარსელონასთან“ დიდი ანგარიშით 57:86 დამარცხდა და სეზონი დაასრულა.

მაკფადენმა 24:25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა და 1გადაცემა მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი 8-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რატი ანდრონიკაშვილმა 6 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში შედეგიანი ქმედება არ ჰქონია. მან 2-დან 2 ქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა.

მურსიამ „ლიგა ენდესას“ რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 18 მარცხით, სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე დაასრულა და საბოლოოდ პლეი ოფის მიღმა დარჩა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში