რატომ არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღეს?

25 მაისი 2023, 14:30 672 ნახვა

გასული წლისგან განსხვავებით  ხვალ  პარლამენტის  შენობაზე   ევროკავშირის დროშას ვერ დაინახავთ. რატომ აღარ არის პარლამენტის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა კითხვასა და პოლიტიკოსებს რეაქციას  მთავრობის ადმინისტრაციამ წერილობით უპასუხა. მიზეზად აღმასრულებელი ხელისუფლება დღესასწაული მთავარ გზავნილს ასახელებს. 

,,შენობები სადღესასწაულოდ  ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ფორმდება, წელს კი, რადგანაც  მთავარი  გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“ ქალაქიც შესაბამისად  ეროვნული სიმბოლიკით  გაფორმდა“ ამბობენ მთავრობაში.  ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მაშინ, როდესაც საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის  სტატუსს  ელოდება,  პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშის გამოფენა მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა, მიღებული გადაწყვეტილება კი ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.  

ფაშიზმი დემოკრატიის სახელით - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ ყოველწლიურად 26 მაისის ღონისძიებას შესაბამისი თემატიკა აქვს, წლევანდელი სლოგანი კი შარშანდელისგან განსხვავებით "თავისუფლებაა".

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში