ხელბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება

30 მაისი 2023, 10:28 708 ნახვა

ხელბურთში საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება. ფინალში საქართველოს ჩემპიონობისთვის ბათუმის ''შავი ზღვის ბიჭები'' და თბილისის “პეგასი'' იბრძოლებენ.

მესამე ადგილისთვის კი ერთმანეთს “ქუთაისი 2015” და წყალტუბოს “პრომეთე” შეხვდება, ეს მატჩი თბილისში ჩატარდება.

''ბსბ'' და ''პეგასი'' რამდენიმე დღის წინ იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ბათუმელთა გამარჯვებით 26-22 დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში