თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა

30 მაისი 2023, 14:08 723 ნახვა

თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა.

საზეიმოდ გაიხსნა სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა.

ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა. ალექსანდრე თანდაშვილი კი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში