სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

31 მაისი 2023, 10:33 672 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხოლო 1 ცირკული ტიპის სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტში დალუქეს.

მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სოფელ ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე ალვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.

უწყების განმარტებით, ვინაიდან, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში