თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ იტალიის ფინალს ერთი მოგება აშორებს

31 მაისი 2023, 20:35 501 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტორტონას 30 ქულით მოუგო -108:78.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.ვირტუსი ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩს 2 ივნისს ჩაატარებს. შენგელიას კლუბი ტორტონასთან ამჯერად სტუმრად ითამაშებს. მეორე ნახევარფინალში ოლიმპია მილანო ვირტუსის მსგავსად სერიას 2:0-ს იგებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში