დღეს ევროპა ლიგის ფინალია „სევილია“ VS „რომა“

31 მაისი 2023, 20:37 489 ნახვა

დღეს ევროპა ლიგის ფინალია, პუშკაშ არენაზე „სევილია“ „რომას“ დაუპირისპირდება. იტალიური გუნდი კონფერენსლიგის მოქმედი ჩემპიონია, რომლის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კარიერაში  ევროთასების არცერთი ფინალი წაუგია. სევილია კი ევროპა ლიგის გრანდია, გუნდი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ გავიდა ფინალში და ყველა მათგანი მოიგო. ბოლო ეს სამი წლის წინათ მოხდა -კოვიდის პანდემიის გამო, კიოლნში ფინალი მაყურებლის გარეშე გაიმართა, მეტოქე მაშინაც იტალიური იყო, ოღონდ, ინტერი და მატჩი სევილიას სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. რომა სულ ერთხელ არის ტურნირის ფინალში გასული 1991 წელს. მაშინ ორმატჩიანი ფინალი იყო - ინტერმა რომას მილანში 2:0 აჯობა, საპასუხო მატჩი "ოლიმპიკოზე" კი რომამ 1:0 მოიგო და ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. დღევანდელ დაპირისპირებას სევილიას რიგებიდან, დისკვალიფიკაციის გამო აკუნია გამოტოვებს, ასევე არ ითამაშებს მარკაო. რომას რიგებიდან კი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კუმბულა და კარსდორპის თამაშიც საეჭვოა. ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში