ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

05 ივნისი 2023, 21:00 549 ნახვა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა, 41 წლის შვედმა ლეგენდამ კარიერის დასრულება სერია ა-ს ბოლო ტურში ვერონას წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ გამოაცხადა. ზლატანმა პროფესიული კარიერა 1999 წელს დაიწყო. „მილანის“ გარდა, ის თამაშობდა „მალმიოში“, „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლოს ანჯელეს გელაქსიში“. კარიერის განმავლობაში ფორვარდმა 34 ტიტული მოიგო. იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში 122 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში