სამზადისი უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის

06 ივნისი 2023, 12:05 930 ნახვა

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული, უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონი დაათვალიერა.

სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის.

დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედსარეკლამო კედლები. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 32.7 მილიონი ლარი.

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია.

გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში.

აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები -1 სტადიონი წყალტუბოში, 1 - ქობულეთში და 2 - ბათუმში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში