საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

06 ივნისი 2023, 19:55 506 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსთან 17 ივნისს გასამართი მატჩისთვის და შოტლანდიასთან რომელიც 20 ივნისს გაიმართება თბილისში მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო. „დინამო თბილისის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. ლეგიონერების ნაწილი და ეროვნული ლიგიდან გამოძახებული მოთამაშეები ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში