მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

06 ივნისი 2023, 19:54 538 ნახვა

დღეს ბათუმში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა გაიმართა. მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 11 ივნისამდე გასტანს. ტურნირი 8-დან 18-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 12 ტურნირად გაიმართება. სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი შემდეგი დროის კონტროლით ჩატარდება: 15 წუთი თითოეულ მონაწილეს, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 5 წუთი მთელ პარტიაზე, 2 წამის დამატებით პირველივე სვლიდან. სწრაფ ჭადრაკში გასამართ ჩემპიონატში 35 ქვეყნის 462 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 35 ქვეყნის 430 ახალგაზრდა მოჭადრაკე იასპარეზებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში