საკონსტიტუციო სარჩელი

07 ივნისი 2023, 14:04 581 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე „დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

განსახილველ საქმეზე სადავო ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის შემთხვევაში, ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ შემთვევაში სასამართლო აჩერებს საქმის განხილვას ახალი აქტის გამოცემამდე, რაც აჭიანურებს სასამართლო პროცესს, რადგან შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ არასწორად გამოსცეს სამართლებრივი აქტი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში