FIABCI-ის 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონია მაიამიში

07 ივნისი 2023, 14:59 453 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში უძრავი ქონების ოსკარად წოდებულ 73-ე მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის  საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი.

კონგრესში მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს  შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთთანამშრომლობას გაესვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო მიმართულებით მაღალი დონის შეხვედრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში