ცივი იარაღით თავდასხმა საფრანგეთის ქალაქ ანსის საბავშვო მოედანზე - დაჭრილია 2 წლის ბავშვი

09 ივნისი 2023, 10:20 542 ნახვა

საფრანგეთში სირიელმა დევნილმა ცივი იარაღით 6 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 4 ბავშვია. 2 წლის ბავშვს თავდამსმხელმა დანა საბავშვო ეტლში მყოფს ჩაარტყა.  შემთხვევა ქალაქ ანსის საბავშვო მოედანზე მოხდა, დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ცნობით, სირიაში დაბადებული პირი ქაოსურად ესხმოდა თავს ყველას, მისი დაკავება  ცეცხლსასროლი იარაღით, ფეხში დაჭრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში