გადამზადების პროგრამის მონაწილეების დაჯილდოება

09 ივნისი 2023, 11:04 1017 ნახვა

''დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით” - ქობულეთის  პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’-ში აჭარის დასაქმების სააგენტომ 2023 წლის გადამზადების კომპონენტში 20 კურსდამთავრებული დააჯილდოვა.   

სერტიფიკატები გადაეცათ მათ, ვინც თეორიული და პრაქტიკული კურსი სრულყოფილად გაიარეს კულინარიის ხელოვნების, კონდიტერის, შედუღების, ელექტროობის, ამწე და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის მიმართულებებით.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში