112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ

09 ივნისი 2023, 12:40 471 ნახვა

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ - ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს.

"ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

  • 599842206

  • 598087761

  • 577011139

  • 577011174

  • 591544384

  • 591946840

  • 591946870

  • 591544375

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში