ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინი - პოლიტიკური განცხადებები

21 ივნისი 2023, 12:01 514 ნახვა

ბრიუსელში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმატებას განიხილავენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგენენ.

დღესვე იხსენება სტოკჰოლმში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალი, სადაც ამავე დოკუმენტს ევროპის საქმეთა მინისტრებს ოლივერ ვარჰეი გააცნობს.

პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინებია თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, ''ქართული ოცნება'' არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და მიზანმიმართულად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაც მათი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა იციან.

უმრავლესობას კი მოლოდინი აქვს, რომ ცვლილებები ყველა დონეზე პოზიტიურად შეფასდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში