ოკუპანტებმა საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

07 ივლისი 2023, 17:55 857 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში