ომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

17 ივლისი 2023, 18:01 618 ნახვა

სახალხო  დამცველი ბათუმშია.  ლევან  იოსელიანი არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. სახალხო დამცველის თქმით ის მესამე სექტორის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მუშაობის პრინციპს გააცნობს, თავის მოსაზრებებს გაუზიარებს არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ასევე მოისმენს მათგანაც. ლევან იოსელიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ოცნების ქალაქში იმყოფებოდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. სახალხო დამცველი დღეს მთავარ გამოშვებაში 20 საათზე, ჩვენს კითხვებს უპასუხებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში